რეგიონული და მუნიციპალური პორტალის პრეზენტაცია

რეგიონული და მუნიციპალური პორტალის პრეზენტაცია
რეგიონული და მუნიციპალური პორტალის პრეზენტაცია
➡️ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პროექტის ,,რეგიონული და მუნიციპალური პორტალის” პრეზენტაცია გამართა.
➡️ პროექტის მიზანი მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
➡️ რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ პირებს როგორც რეგიონის, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე, სასურველი სტატისტიკური ინფორმაციის კიდევ უფრო მარტივად მოძიების საშუალებას მისცემს.
➡️ პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი სხვადასხვა სფეროს მოიცავს: მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს სექტორი და სხვა.
➡️ პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.