საკრებულოს წევრები მოსახლეობას შეხვდნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად სოფელ თხილნარისა და აგარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს დადგემილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ მოსახლობის ინფორმირება იყო, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა პროგრამა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმართება.