ხელვაჩაურის მუბიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუბიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის  27 თებერვალს,12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11  -  საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი

1.დადგენილების  პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის #24 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

 2.დადგენილების პროექტი-„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის #18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ქეთევან  დევაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი

3.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ“.

მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

5.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.“

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი

6.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის სოფელ ერგეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

მომხსენებელი: შორენა ავჯიშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი