ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
✔️დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
✔️მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ წარუდგინა.
✔️პროექტის თანახმად 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 37 393 110 ლარს შეადგენს.
✔️პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ კაპიტალური ხარჯები იქნა მიჩნეული, რომელიც 15 032 744 ლარს შეადგენს.
✔️გაიზარდა ასევე ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების ბიუჯეტი.
✔️განათლების სპორტისა და ახალგარდულ საკითხთა პროგრამების დაფინანსება კვლავ პრიორიტეტია და ბიუჯეტის ნაწილი ამ მიმართულებითაც გაიზარდა.
☑️ბიუჯეტის საჯარო განხილვას საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ესწრებოდა.