ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამები

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამები
????️ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამები⤵️
????ჯანმრთელობის დაცვა
???? პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
???? დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.
???? პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
???? სოფლის მოსახლეობის ექიმთან ვიზიტამდე სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა.
???? თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის.
???? სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
???? იშვიათი დაავადებით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხელშეწყობა.
???? 0-დან-200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
???? სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება.
????სოციალური დაცვა⤵️
???? მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? მრავალშვილიან და დედ-მამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება.
???? 0-დან-200000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა-168 ბენეფიციარი.
???? 0-დან 100000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? გაზიფიცირების პროგრამა 0-დან 100000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის.
???? მარტოხელა მშობლის (მარტოხელა მამა)ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
???? სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების(ბინის ქირით უზრუნველყოფა) მატერიალური დახმარება.
➡️ აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირებულ ოჯახის წევრებს.
????️პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს⤵️
➡️ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მერის სახელზე მომზადებული აღნიშნული ბენეფიციარების განცხადება.
➡️განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად).
➡️ბენეფიციარის დამადასტურებელი დოკუმენტი (სარეიტინგო ქულის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, შშმ პირის შემთხვევაში, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ვეტერანის მოწმობის ასლი დედანთან ერთად და ა.შ.).
➡️გადაწყვეტილება (ცნობა) მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.
➡️ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV – 100/ა, მედიკამენტების დასახელებით.
➡️ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან თანხის მითითებით.
➡️ აღნიშნული პროგრამების მიზანია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარების მხარდაჭერა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.