„გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“.

????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ მონაწილეობა მიიღო სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაში - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“.
????ღონისძიებაზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
????თანამშრომლობა მოიცავს 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას. დღესვე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის მემორანდუმებს მოეწერა ხელი.
????კონფერენციას თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
????პროექტს „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
????კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.
✍️ ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.