#გახდიქველმოქმედი

#გახდიქველმოქმედი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ სოლიდარობის ფონდში ჩარიცხავენ.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იზიარებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით სურთ გამოხატონ პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოქალაქეების წინაშე.

მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას, შესაძლებლობის მიხედვით შემოურთდეს სოლიდრობის საყოველთაო აქციას.