,,მან-სან-კანი" ხელვაჩაურში ახალგაზრდების მონაწილეობით

,,მან-სან-კანი" ხელვაჩაურში ახალგაზრდების მონაწილეობით

ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით ახალგაზრდული ღონისძიება -,,მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის ჩემპიონატი" გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დარბაზში.

მან-სან-კანში სულ მონაწილეობდა ხუთი გუნდი. გამარჯვებული გუნდი ფინალში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

ღონისძიება გაიმართა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დაფინანსებით, რესურსცენტრისა და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების ჩართულობით.