მე-4 სოციალურის სახლის მშენებლობის II ეტაპი

მე-4 სოციალურის სახლის მშენებლობის II ეტაპი

დაიწყო მე-4 სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოების II ეტაპი. ამჟამად, მიმდინარეობს შიდა კედლების მოწყობისა და ფასადის მოპირკეთების მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის სრული ღირებულება 2 977 792 ლარს შეადგენს. სოციალური სახლი 39 ეკომიგრანტ ოჯახზეა გათვალისწინებული. სამუშაოები 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დასრულდება.

2016 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 73 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით.