მერმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის თანამშრომლებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
მერმა ნომინაციაში ,,არცერთი ვადაგადაცილებული წერილი’’ მერიის 7 სამსახური სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ჯუმბერ ვარდმანიძემ ნომინაციაში ,,წლის ყველაზე აქტიური თანამშრომელი’’ მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი ნონა ქოქოლაძე, ხოლო ,,ყველაზე საჭირო თანამშრომელი’’ ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საკითხებში უჩა ქოქოლაძე დაასახელა და შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
შეხვედრაზე მერმა 2019 წლის შედეგებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა.