მოსწავლეთა შორის შეჯიბრი კალათბურთში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა შორის 29-ე სპორტული თამაშების ფარგლებში დასრულდა შეჯიბრი კალათბურთის სახეობაში.
თამაში ჩატარდა 23-25 მარტს ხელვაჩაურის სასპორტოს სკოლაში და მასში სულ მონაწილეობდა 11 საჯარო სკოლის 11 გუნდი. აღნიშნულ თამაშში მესამე ადგილი დაიკავა თხილნარის №1 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი - ერგეს საჯარო სკოლამ, ხოლო გამარჯვებული გახდა ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.