სამუშაო შეხვედრა კულტურის ცენტრის შემოქმედებით ჯგუფებთან
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შემოქმედებით ჯგუფებთან.
მერის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ლიკვიდაციისა და ახალი ა(ა)იპის შექმნის შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფოლკლორული და
ქორეოგრაფიული ანსამბლების სამომავლო გეგმებზე, მიზნად დაისახა ფოლკლორული ბენდის შექმნა.