ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
2019 წლის 21-23 ოქტომბერს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდა მსოფლიო სტუდენტური უნივერსაიდის ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის - გენადი ჩხაიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2006-2008 წწ დაბადებულთა შორის.
ტურნირი ჩატარდა 12 წონით კატეგორიაში და მასში მონაწილეობდა ჭიათურის, ხულოს, ბათუმის, ლანჩხუთის, გარდაბნის, ქუთაისის, ხობისა და ოზურგეთის მოჭიდავეები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით.
სპორტული ღონისძიების ორგანიზატორია ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.