ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში

ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში
ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში
ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში
ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები იღებდნენ.
ფორუმის დახურვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო.
ახალგაზრდული ფორუმი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა რეგიონში მიმდინარე პროცესებში.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თვითმმართველობების უფლებამოსილების, სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. გაიმართა პანელური შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების სწორ ფორმულირებას.