პროექტი "იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის" იწყება.

პროექტი "იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის" იწყება.
????ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი "იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის" იწყება.
????პროექტი მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
გამოყოფილი თანხების დაგეგმვაში.
????პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 19 ოქტომბერს, 14:00 საათზე სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე დაზუსტდება და შეთანხმდება მონაწილეობით ბიუჯეტის განხორციელების ვადები, პროექტის განხორციელების არეალი, ბიუჯეტი და სხვა დეტალები.
????სხდომის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3s2ta51
????თვალი ადევნეთ, ჩვენს ფეისბუქ გვერდს შემდგომი სიახლეებისთვის.
--
????მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს "იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის" ახორციელებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს" მხარდაჭერით.