გაერთიანებული კომისიების სხდომა

გაერთიანებული კომისიების სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო წარდგენილი.მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში, წარდგენილი ანგარიშის თანახმად შემოსულობების მიმდინარე დაზუსტებული გეგმაა 3 834 542 ლარი, ფაქტიურ შემოსავლებმა კი შეადგინა 2 474 801 ლარი, პირველი კვარტლის გეგმა შესრულებულია 64.5 %.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ იმსჯელეს.