იწყება სტუდენტური წახალისების პროგრამა

იწყება სტუდენტური წახალისების პროგრამა
????‍????სტუდენტური წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება 15 აგვისტოდან დაიწყება.
???? დაფინანსდება! საბაკალავრო პროგრამით მოსარგებლე ის სტუდენტები, რომელთაც სემესტრულად (2021-2022წწ მეორე სემესტრი) საგანში აქვთ 91 და მეტი ქულა (A კატეგორია) და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
????სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ან ოფიციალური მეილი khelvachauri.mun@gmail.com).
ბ) ცნობა, ფაკულტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების შესახებ;
გ) საბანკო რეკვიზიტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID) ასლი;
???? პროგრამაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.
????დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე:
☎️ 599 35 91 91 ქეთევან დევაძე