კირნათში მოეწყობა საზოგადოებრივი სკვერი და ბავშთა გასართობი ატრაქციონები.
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, საკრებულოს თავმდომარე თენგიზ ირემაძესთან, მოადგილე კახაბერ ფუტკარაძესთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად. მოინხულეს ტერიტორია, სადაც იგეგმება ძველი ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე შენობის აშენება, რომელშიც ასევე, განთავსდება ამბულატორია და ახალგაზრდული კლუბი.
ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საზოგადოებრივი სკვერი და ბავშთა გასართობი ატრაქციონები.