მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციის თავისუფლების თემაზე მიმდინარე ტრენინგები დასრულდა

➡️მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციის თავისუფლების თემაზე მიმდინარე ტრენინგების ციკლი დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრით.
➡️აღნიშნული შეხვედრა გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მუნიციპალიტეტების ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
➡️ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, 5 თვის განმავლობაში, წარმატებით მიმდინარეობდა საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებში. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, გადამზადდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 200-ზე მეტი თანამშრომელი.
➡️საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწისა და ამ მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
➡️შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები. ტრენინგებს უძღვებოდა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ექსპერტი ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში @გვანცა მეუნარგია.