საკრებულოს მორიგი სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსს სხდომა ჩატარდა.სხდომზე დასამტკიცებლად ორი საკითხი იყო წარდგენილი.
დადგენილების პროექტი -“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 07 აპრილის #15 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
დღესვე სხდომაზე შ.პ.ს „ვი-ჯი-ეს აჭარა“-ს“ თანხმობა მიეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ თხილნარსა და სოფელ მახოში მდებარე გარე განათების ბოძებზე პირდაპირი გზით სარგებლობის უფლებით გადაცემისა და და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ.