ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 25 თებერვალს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. დადგენილების პროექტი - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
3. დადგენილების პროექტი - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
4. დადგენილების პროექტი - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივი¬დუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის) მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ’’
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
5. განკარგულების პროექტი - ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №71 განკარგულებით დაფუძნებული შპს ,,ხელვაჩაურის წყალკანალი“-ის სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’
მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
6.განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება მახვილაურში მდებარე მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი