ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, 12 საათზე.
საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში.
საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი:
1. დადგენილების პროექტი-„ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“-ს ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. განკარგულების პროექტი -„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი.
3.განკარგულების პროექტი -„სოფელ ერგეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 22. 26. 13. 701) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.“
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი.
4. სხვადასხვა.