სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023

სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023
სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023
სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023
სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023
სახალხო დღესასწაული შუახევობა 2023
შუახევის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა 2023“ გაიმართა.
სახალხო ზეიმს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
დღის განმავლობაში, მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, რძის პროდუქტების, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა და აჭარული კერძების დაგემოვნება.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლები, გოგონათა ბენდი ,,117“, ხელოვნების სკოლის გუნდი და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში საპატიო შუახეველები დაჯილდოვდნენ.