ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი"

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი"
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხელვაჩაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2021 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“გამოვლინდა. ტიტული ჭარნალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ხატია აბაშიძემ მოიპოვა
გამარჯვებული მოსწავლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, 28 ივლისს გაიმართება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.